Be Group: ზარალების საშემფასებლო კომპანია – როცა სანდოობა და პროფესიონალიზმი კომპანიის ძირითადი ღირებულებებია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როცა საქმე კრიზისულ სიტუაციას, დაზიანებულ ქონებას და ზარალს ეხება, საშემფასებლო კომპანიისადმი ნდობა, ობიექტურობა და მათი პროფესიონალიზმი, როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე დაზღვეულებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნდა Be Group.

კომპანია უკვე შვიდი წელია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს და ზარალის შეფასების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციად მიიჩნევა. კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს ობიექტური, გამჭვირვალე და სტრუქტურირებული შეფასება, რომელიც პასუხობს როგორც დაზარალებულის, ისე დამზღვევის ინტერესებს.

"ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სისტემა, რომელიც ზარალის შეფასებას მისცემდა სანდო და სტანდარტიზებულ სახეს", ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ბარბაქაძე.

Be Group-ის ისტორია გიორგი ბარბაქაძისა და ზურაბ ჭყოიძის ინიციატივით დაიწყო. მათი გამოცდილება ფინანსურ სექტორს მოიცავდა, თუმცა წლების გამოცდილებამ გიორგისა და ზურაბს დაანახა ბაზარზე დანაკლისი – ერთი მხრივ, მოთხოვნა იმაზე, რომ შეფასების პროცესი გამხდარიყო ტექნიკურად გამართული და ობიექტური. ხოლო მეორე მხრივ, ამ სერვისების მიწოდება შესაძლებელი ყოფილიყო ერთ სივრცეში.

ყველაზე რთული ამოცანა საწყის ეტაპზე, მათი თქმით, სანდოობაში მომხმარებელთა დარწმუნება იყო: "ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა სისტემა, რომელიც იქნებოდა ობიექტური, სტაბილური და ორივე მხარესთან თანაბრად სამართლიანი".

Be Group-ის ძალა მის გუნდშია – მრავალპროფილიანი სპეციალისტების ერთიანობაში, სადაც პროცესები მკაფიო სტანდარტებზეა აგებული. რთულ პერიოდებშიც, როგორც თავად ამბობენ, "ჩვენ ვდგავართ პროცესის შუაგულში სანდო რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას, ობიექტურობასა და შედეგს".

Be Group არ არის მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთამაშე – მისი საქმიანობა უკვე სცდება საქართველოს ფარგლებს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სადაზღვევო ორგანიზაციასთან ქვეყნის შიგნით, ხოლო საერთაშორისო დონეზე პარტნიორობს უცხოელ კომპანიებთან, რომლებსაც სჭირდებათ ზარალის სანდო და სტანდარტიზებული შეფასება, განსაკუთრებით რეგიონში.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება, არამედ გლობალური ქსელის განვითარება. ეს გვაძლევს საშუალებას, ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ", ამბობს ზურაბ ჭყოიძე.

Be Group-ის სერვისები ფართო სპექტრს მოიცავს და თითქმის ყველა ტიპის ზიანს ფარავს: უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოო და სპეციალიზებული ტექნიკა, სასაქონლო მარაგები, ტვირთი. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს ბიზნესშეფერხების ანალიზს, რისკის შეფასებას და ზიანის გამომწვევი მიზეზის დეტალურ დადგენას.

"ჩვენ არამხოლოდ ვაფასებთ ობიექტს ჩვენ ვაწვდით სტრუქტურულ, დოკუმენტირებულ და ანალიტიკურად გამყარებულ დასკვნას, რომელიც სრულად ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს", აღნიშნავს კომპანიის საოპერაციო დირექტორი, ირაკლი დათიშვილი.

საფუძვლიანი ინსპექტირება, საბუთების დეტალური ანალიზი, ფინანსური კვლევა და ინჟინრული დიაგნოსტიკა – ეს ყველაფერი ერთიანდება საბოლოო ანგარიშში, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სადაზღვევო სექტორის მოთხოვნებზე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი პროცედურები ეფუძნება ISO 9001 და ISO 31000 სტანდარტებს, აგრეთვე სადაზღვევო ინდუსტრიის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს.

"ჩვენი მიზანია, დაზარალებულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის მოლაპარაკების პროცესი გახდეს რაც შეიძლება მარტივი და სწრაფი. ამისთვის კი საჭიროა ზუსტი, ობიექტური და ფორმატში მოქცეული ინფორმაცია", ამბობს გიორგი ბარბაქაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Be Group-ის მიდგომა აერთიანებს ტექნიკურ კომპეტენციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკულ ცოდნას ერთ სერვისად, რაც მას წამყვან მოთამაშედ აქცევს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მათი მთავარი უპირატესობაც კონკურენტებთან შედარებით სწორედ მულტიფუნქციურობასა და სტრუქტურულ მიდგომაშია.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, ზურაბ ჭყოიძე, განმარტავს, "ჩვენ ვთავაზობთ სრულფასოვან მომსახურებას ერთ სისტემაში სრული ციკლი მოიცავს ექსპერტების ჩართულობას, დოკუმენტაციის დამუშავებას და ბაზრის ფასების ანალიზს".

განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებული, Be Group აერთიანებს ინჟინრებს, ფინანსისტებს, ტექნიკურ ექსპერტებსა და აუდიტორებს ერთიან გუნდად, რაც საშუალებას აძლევს, ყოველი შემთხვევა კომპლექსურად შეაფასოს.

კომპანია არ აფასებს მხოლოდ ზიანს – ის მოქმედებს როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც სიღრმისეულად იცნობს სადაზღვევო ინდუსტრიის მოთხოვნებს და ახერხებს დაიცვას ყველა მხარის ინტერესი. ასეთი მიდგომა კი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა გუნდი მუდმივად ვითარდება. სწორედ ამიტომ, Be Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდას.

"ჩვენ ვატარებთ შიდა ტრენინგებს, ვმონაწილეობთ საერთაშორისო სემინარებსა და ვებინარებში, ვემზადებით ISO 9001 და ISO 31000 სერტიფიცირებისათვის", აღნიშნავს ირაკლი დათიშვილი.

მომხმარებელთან ურთიერთობაში Be Group ემყარება პროფესიონალიზმს, გამჭვირვალობასა და სიზუსტეს.

"თავიდანვე ვიწყებთ ღია კომუნიკაციით, ვაცნობთ მომხმარებელს სავარაუდო თაიმლაინს და მთელი პროცესის განმავლობაში უზრუნველვყოფთ მომხმარებლის სრულ ინფორმირებულობას".

სტრესულ და სადავო შემთხვევებშიც კი გუნდი ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ობიექტურ მიდგომას. სწორედ ამიტომაც, კომპანიის რეპუტაცია აგებულია არა მხოლოდ შეფასების ხარისხზე, არამედ შედეგზე ორიენტირებულობაზე – ანუ იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება ხდება სწრაფად, მკაფიოდ და პროფესიონალურად.

ტექნოლოგიები Be Group-ის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები ელექტრონულ არქივზე, ციფრულ პლატფორმებსა და სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზეა აგებული.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ბარბაქაძე განმარტავს, "ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ექსპერტულ ცოდნას, რათა მომხმარებელს მივაწოდოთ სწრაფი, სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება".

ზარალის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოყენებული ინჟინრული დიაგნოსტიკა, ავტომატიზებული რეპორტინგი და მონაცემთა დამუშავების ციფრული არქიტექტურა კი კომპანიას აძლევს საშუალებას, მაღალი სიზუსტით იმოქმედოს.

მაღალი რისკის შემთხვევებისთვის Be Group-ს სპეციალური პროცედურები აქვს შემუშავებული. სისტემა ეყრდნობა რისკების ანალიზს, პრევენციულ რეკომენდაციებს და იმ სტანდარტებს, რომლებიც ბაზარზე საერთაშორისო ნორმადაა აღიარებული.

"ამჟამად მიმდინარეობს ISO 31000 და ISO 9001 სტანდარტების დანერგვის პროცესი, რომლის დასრულება დაგეგმილია სექტემბრისთვის. ISO 31000 უზრუნველყოფს რისკების იდენტიფიკაციის, შეფასებისა და მართვის ერთიან ჩარჩოს, ხოლო ISO 9001 ეფუძნება ხარისხის მართვის პრინციპებს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობების მკაფიო დელეგირებას, პროცესების სტრუქტურირებასა და სისტემატურ მონიტორინგს".

კომპანია აქტიურად აკვირდება სადაზღვევო ბაზრის განვითარებას და როგორც თავად ამბობენ, საქართველოში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა. თუმცა არსებობს გამოწვევებიც.

"საჭიროა ინფორმირებულობის გაზრდა, სტანდარტების მკაფიოდ განსაზღვრა და ტექნოლოგიებზე სწრაფი ადაპტაცია", – ამბობს კომპანიის საოპერაციო დირექტორი, ირაკლი დათიშვილი.

Be Group ამ პროცესში საკუთარ როლს სტრუქტურის, გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის გამტარად ხედავს, რომელიც დაეხმარება როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე დაზღვეულ პირებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მომავლისთვის კომპანიის სტრატეგია უკვე არის ჩამოყალიბებული – რეგიონული და საერთაშორისო ოპერაციების გაფართოება.

"უკვე ვმართავთ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან, რაც მიანიშნებს ჩვენს მზარდ საერთაშორისო რეპუტაციაზე", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

გიორგის თქმით, სტაბილური შიდა პროცესები, საერთაშორისო სერტიფიკატები და მძლავრი ექსპერტიზა ქმნის მყარ საფუძველს Be Group-ის გლობალური გაფართოებისთვის.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე