ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში "კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს პარალელურ გამოფენაზე მოხვედრა მხოლოდ არქიტექტურული წარმატება არ არის – ეს არის გლობალური პროფესიული აღიარება და სივრცე, სადაც არქიტექტორებს შეუძლიათ შეიტანონ საკუთარი წვლილი თანამედროვე სივრცით დისკურსში. სწორედ ასეთი მიწვევით წარდგა ნიკოლოზ ლეკვეიშვილის პროექტი "კაზა სოლე", რომელიც ამჟამად თბილისში, ბაგებში შენდება. პროექტი აღმოჩნდა არქიტექტურულ საერთაშორისო დიალოგში ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე მკაფიოდ დააფიქსირა.

სიცოცხლის არქიტექტურაადგილობრივი ტრადიციებ გლობალურ კონტექსტში

"კაზა სოლე" მიკროქალაქის იდეას ეყრდნობა და პასუხობს თანამედროვე ურბანულ გამოწვევებს – იზოლაციას, ციფრულ გაუცხოებას, მზის სინათლის და ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტს. ამ პროექტის მიზანი არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის შექმნა, არამედ სოციალური სტრუქტურის ხელახალი გააზრებაა.

"მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული და არა მხოლოდ ფორმაზე ან ტექნოლოგიაზე", – ამბობს პროექტის ავტორი, არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, რომელიც "თიმმ არქიტექტს" ბიუროს ხელმძღვანელობს.

პროექტის მთავარი სიმბოლო თბილისური აივანია – არა როგორც დეკორატიული ან სტრუქტურული დეტალი, არამედ როგორც სოციალური და კულტურული პლატფორმა. ისტორიულად, აივანი იყო ადგილი, სადაც ადამიანი ურთიერთობდა მეზობლებთან, ქალაქთან, მზესთან. ამგვარად, არქიტექტორისთვის ის იქცა ინსტრუმენტად, რომლითაც თბილისის ცხოვრების ტრადიციები თანამედროვეობაში გადმოიტანა.

იდეა, რომელმაც ვენეციამდე მიაღწია

"კაზა სოლე" სპეციალური მიწვევით წარდგა ვენეციაში გამართულ არქიტექტურულ გამოფენაზე, სადაც ის ისეთი არქიტექტორების ნამუშევრებს შორის აღმოჩნდა, როგორებიც არიან სერგეი ჩობანი (გერმანია), ზეიგა გაილე (ლატვია), რობერტ კონიეჩნი (პოლონეთი) და სხვები.

გამოფენის კურატორი – ნიუ-იორკში მოღვაწე არქიტექტურული კრიტიკოსი, ვლადიმირ ბელოგოლოვსკი, რომელიც უკვე 20 წელია იკვლევს გლობალურ არქიტექტურულ პროცესებს – თავად დაუკავშირდა ლეკვეიშვილს წინადადებით, მონაწილეობა მიეღო გამოფენაში.

"ეს არ არის უბრალოდ პროექტი, მას ისტორიული ფესვები აქვს. ის მოდის ადგილობრივი არქიტექტურული მეხსიერებიდან, მაგრამ პასუხობს უნივერსალურ თემებს", – აღნიშნა ბელოგოლოვსკიმ და პროექტს "შთამაგონებელი მაგალითი" უწოდა.

სივრცე, რომელიც ცხოვრებას აძლევს ფორმას

"კაზა სოლე" შედგება სამი შენობისგან. თითოეულ ბლოკს აქვს საკუთარი – საცხოვრებელი ბინები და საერთო – 150 კვადრატული მეტრის გამწვანებული აივნები, რომლებიც განლაგებულია შენობების მეოთხე სართულებზე. ეს ღია ტერასები განკუთვნილია საერთო სარგებლობისთვის – სოციალური შეხვედრებისთვის, რელაქსაციისთვის, მზესთან ურთიერთობისთვის.

თითოეული ბინა ასევე მოიცავს პირად აივანს, რომელიც ინტერიერს ვიტრაჟული კარით უკავშირდება და ქმნის შიდა და გარე სივრცის ჰარმონიულ ერთობას. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ დღის განმავლობაში მზის შუქი ყველა ბინაში აღწევს – ეს იყო არქიტექტორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელსაც სივრცეში ინტეგრირებული "ფანჯარა" ემსახურება.

ეს სტრუქტურული გადაწყვეტილება ავტომატურად წარმოშობს სივრცეს, რომელიც მასშტაბით წააგავს ტრადიციულ თბილისურ ეზოს. სწორედ აქედან იწყება არქიტექტორთა გუნდის ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება ისტორიული ტიპოლოგიების, ცხოვრების წესისა და სოციალური ტრადიციების კონვერტირება თანამედროვე ურბანულ ენად.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი დღეს?

თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ცხოვრება სულ უფრო ვირტუალური ხდება და ადამიანები საკუთარ სივრცეში გამოკეტილი არიან, სოციალიზაცია ისეთივე აუცილებელი ხდება, როგორც საკვები ან ჟანგბადი.
კვლევები ადასტურებს – მზის სინათლე, ღია ჰაერზე ყოფნა და ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

"კაზა სოლე" პასუხობს ამ საჭიროებას – გვთავაზობს სივრცეს, სადაც სოციალიზაცია არ არის იშვიათი მოვლენა, არამედ ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს დილის მზეს, გარე სამყაროსთან კავშირს და სურს ხანდახან მაინც დააღწიოს თავი ციფრული რეალობის ჩაკეტილობას.

მომავლის მიმართულება

"პალაცო სოლე" უკვე დამტკიცებულია და მისი მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის დასრულება დაახლოებით 3 წელიწადში იგეგმება.
ეს არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი – ეს არის ხედვა. ხედვა, სადაც არქიტექტურა ადამიანის ბუნებრივ საჭიროებებს პასუხობს და ქმნის სივრცეს, რომელიც კომფორტზე მეტად შინაარსიან ცხოვრებას ემსახურება.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე